კონდაკოვი  ნიკოდიმე
კონდაკოვი  ნიკოდიმე

კონდაკოვი ნიკომიდე  (Кондаков Никодим, 13.X.1844, კურსკის გუბერნია-17.II.1925, პრაღა), რუსი მეცნიერის, აკადემიკოსის ქართ. უნ-ტის საპატიო წევრად არჩევის წარდგინებას ხელი მოაწერეს ივ. ჯავახიშვილმა და პ. მელიქიშვილმა (15. 03. 1918).

კ. ნ. იყო ძველრუსული და ბიზანტ. ხელოვნების ისტორიკოსი, არქეოლოგი, პეტერბურგის უნ-ტის პროფესორი, რუსეთის მეცნ. აკადემიის აკადემიკოსი. სწავლობდა ბიზანტიურ, ძველრუსულ და ქართულ ძეგლებს. მან დიმიტრი ბაქრაძესთან თანამშრომლობით შექმნა მნიშვნელოვანი გამოკვლევა: „საქართველოს ზოგიერთ ტაძარსა და მონასტერში დაცული სიძველეთა ძეგლების აღწერილობა“.

კ. ნ. ნოვოსიბირსკის უნ-ტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის კათედრაზე პრივატდოცენტად აირჩიეს (1870). დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ბიზანტიის ხელოვნებისა და ხატწერის ისტორია ბერძნული ხელნაწერების მინიატურების მიხედვით“ (1876). მანვე კონსტანტინოპოლში საფუძველი ჩაუყარა რუსულ არქეოლოგიურ ინ-ტს (1895).

ხელოვნ. და, კერძოდ, ქართ. ხელოვნების ისტორიის შესწავლაში გაწეული სამეცნ. ღვაწლისთვის თბილ. უნ-ტის პროფესორთა საბჭომ კ. ნ. ქართ. უნ-ტის პირველ საპატიო წევრად დაასახელა.